ეკო რჩევებთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ინიციატივასთან ჩემი ქალაქი მკლავს 🟩 რიგით მე-2 შეხვედრაზე ინიციატივის იდეის ავტორმა გიორგი ჯაფარიძემ ისაუბრა ეკო რჩევების წიგნზე და მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად #ლომისელებს ის ახალგაზრდები გააცნო, რომლებმაც გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გარემოს პოზიტიური ცვილებების მიზნით და მათ უკვე მსოფლიო იცნობს! 🟢 შეხვედრის ბოლოს გაიმართა გუნდური ტესტური სამუშაო. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და ეკო წიგნები. 🟩 ჩვენი სკოლა მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც მოსწავლეების #განვითარებისა და #ცნობიერების ამაღლების მიზნით გეგმავს და ანხორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. 🟢 პოზიტიური ცვილებებისთვისა და ეკო პრობლემების აღმოსაფხვრელად #ერთად მუშაობაა საჭირო!