დღეს მე-8 კლასელებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული დღეები. ისაუბრეს იმაზე, რომ სწორედ ამ დღეს იქცა საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად. დამოუკიდებლობის დაკარგვას კი მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. გრიგოლ რობაქიძის რომან ,,ჩაკლული სულის“ მიხედვით გადაღებულ ფილმში კი საბჭოთა ეპოქაში ადამიანის სულის განადგურება და მასში ღმერთის გაქრობა იხილეს, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.