11/11/2023
ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები დაესწრნენ National Geographic Learning - ისა და English book education -ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. 👉სემინარს უძღვებოდა Alex Warren-ი. 🔴 კონფერეციაზე მასწავლებლები გაეცნენ ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს. National Geographic Learning-ი ყოველთვის ზრუნავს ინგლისური ენის სახელმძღვანელოების და სწავლების მეთოდების განახლებაზე. 🟣 ჩვენთვის დიდი პატივია ამ ორგანიზაციასთან ერთად პროფესიული ზრდა და თანამშრომლობა.
ასევე იხილეთ:
19/11/2021
კვლავ სკოლის არქივიდან🎷🎺🎻 სპექტაკლი "სამი ბატი" 2016 წლის 2 ივნისს სკოლა "ლომისი 1–ში" გაიმართა სპქეტაკლის პრემიერა. პიესის ავტორია მწერალი და პოეტი, სკოლა "ლომისი 1–ის" მათემატიკის პედაგოგი ლევან ლორია. ხელის თოჯინების თეატრში სპექტაკლი დადგა სკოლა "ლომისი 1–ის" სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხელოვნების სკოლის მხატვრული კითხვისა და მეტყველების პედაგოგმა მანანა ამბროლაძემ. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა სკოლა "ლომისი 1–ის" მუსიკის პედაგოგმა ირმა მეფარიშვილმა.თოჯინების ავტორია თამუსი სოხაძე. მხატვრული გააფორმება და დეკორაციები ეკუთვნის პედაგოგს მზია ზაქარაშვილს და ხატვის წრის მოსწავლეებს ნუცა კაპანაძეს, თაკო წურწუმიას, მარი წურწუმიას, თამილა აბასოვს, ლუკა თვალავაძეს, ლიზი კირვალიძეს, თათია ფიფიას და ლიზი ესვანჯიას. სპექტაკლში მონაწილეობდნე:მარიამ ლომიძე,ანასტასია ზივზივაძე,ანანო ჯამბაზიშვილი, ელენე გეგუჩაძე, ნიკოლოზ გუჯაბიძე, რომან გვენცაძე, ალექსამდრე მაისურაძე, ანასტასია კაინდარაშვილი. მუსიკალური მონტაჟი ეკუთვნოდა ნ. ანდღულაძეს. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და შეფასება დაიმსახურა.მის ავტორებს და მონაწილეებს ვუსურვებთ მრავალ შემოქმედებით წარმატებას.
ყველა უფლება დაცულია - 2021