სკოლა "ლომისი 1"-ის ისტორიის კლუბი “კარდუს” ორგანიზებით, "კარდუს" კვირეულის ფარგლებში, ტარდება ონლაინ ფილმის ჩვენება-განხილვა. 🟡 განსახილველი ფილმი - ზაზა ურუშაძის "მანდარინები". 🔴 "ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა." 🟡 ფილმის ჩვენება-განხილვა ჩატარდება 17 თებერვალს, 18:00 საათზე. 🔴 ფილმის ჩვენება-განხილვაზე დასწრება შეეძლებათ სკოლა "ლომისი 1"-ის მოსწავლეებს. 🟡 მოდერატორი: სკოლა "ლომისი 1"-ის ისტორიის პედაგოგი და ისტორიის კლუბი "კარდუს" მენტორი - ნოდარ თოთაძე.