სკოლა "ლომისი 1"-ის თვითმმართველობის თავჯდომარის ინიციატივით, როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, ჩვენი სკოლის სივრცეში ხსნის "ევროკლუბს გლდანში", რომლის მხარდამჭერია - ევროკავშირი! აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალბატონმა თამარმა გამოთქვა მზაობა მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას და სკოლის სივრცის ნაწილი გამოყენებულ იქნას ევროკლუბისთვის. ✨ სიხარულით გაცნობებთ, რომ 29 მარტს ჩვენ სკოლას ეწვივნენ სტუმრები ბრიუსელიდან და ევროკავშირის დელეგაციიდან: 💙 სილვია გრანტი - ევროკავშირის რეგიონალური საკომუნიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი, 💙 მილიცა სარაჩევიჩი - ევროკავშირის სამეზობლო გაფართოებისა და მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მისიის შემსრულებელი, 💙 კრისტინა მოლტდი - ევროკავშირის სოც-მედიის, ვებ და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. 💙 გიორგი კაკულია, ნინა გოგოლაძე - ინიციატივა "ახალგაზრდა ევროპელი ელჩებიდან". ❤️ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ 15-მდე სკოლის დირექტორი და თვითმმართველობის თავმჯდომარეები! 😍 ჩვენი სკოლისთვის დიდი პატივია ასეთი სტუმრების ვიზიტი.