14/11/2023
ჩვენმა ლომისელებმა ძალიან საინტერესო და განსხვავებული კომპლექსური დავალებები შექმნეს თემაზე: "ხმელეთი ჩვენ ირგვლივ". 👉 დაათვალიერეთ მე-2ა და მე-2ბ კლასის მოსწავლეების ნამუშევრები. 🔴 პედაგოგები: 🌟 თეა ქვრივიშვილი და მარინე გაჩეჩილაძე.
11/11/2023
საქართველომ დადებითი რეკომენდაცია მიიღო! 🇬🇪🇪🇺 🔵 ვულოცავთ თითოეულ ადამიანს ამ მნიშვნელოვან ამბავს, რასაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჰქვია ევროპის დიდ ოჯახში გასაწევრიანებლად. 🔴 გვიხარია, რომ ამ პროცესში ჩვენი სკოლის წვლილიცაა შეტანილი. აქტიურად ვაგრძელებთ ახალგაზრდების ინფორმირებულობას ევროკავშირის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. 🔵 კიდევ ერთხელ შევახსენებთ თითოეულ ლომისელს, "ლომისელების" მხარდამჭერებს და სრულიად საზოგადოებას, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენთან სპეციალური სტუმრები ჩამოვიდნენ ევროპარლამენტიდან (ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან) და სკოლის დირექტორს , ქალბატონ თამარ ბარძიმაშვილს პირადად გადაუხადეს მადლობა, რომ მზადყოფნა გამოაცხადა სკოლის სივრცეში გახსნილიყო "ევროკლუბი" , ევროპული ღირებულებების მატარებელი სივრცე. 🇪🇺 #წინ #განვითარებისკენ
11/11/2023
ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები დაესწრნენ National Geographic Learning - ისა და English book education -ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. 👉სემინარს უძღვებოდა Alex Warren-ი. 🔴 კონფერეციაზე მასწავლებლები გაეცნენ ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს. National Geographic Learning-ი ყოველთვის ზრუნავს ინგლისური ენის სახელმძღვანელოების და სწავლების მეთოდების განახლებაზე. 🟣 ჩვენთვის დიდი პატივია ამ ორგანიზაციასთან ერთად პროფესიული ზრდა და თანამშრომლობა.
11/11/2023
11.11.23 ჩვენი სკოლის მოსწავლეები თბილისის გოეთეს ინსტიტუტში, "ღია კარის დღის " პროგრამის ფარგლებში, ესწრებოდნენ JuniorUnis ვორკშოპს გერმანულ ენაზე. მათ შეიძინეს ახალი ცოდნა და დღე სასიამოვნოდ გაატარეს. მადლობა გოეთეს ინსტიტუტს საინტერესო ღონისძიებისთვის.
08/11/2023
ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.“ „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“ 8 ნოემბერს დაიბადა ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე -ილია ჭავჭავაძე
06/11/2023
სამაგიდო თამაში "პერსონა" მალე საერო სკოლა "ლომისი1" -ში! 🔴 ეს სამაგიდო თამაში იმ ყველაფერზეა, რაც გვაშორებს და რაც გვაერთიანებს. 🔵 "პერსონა" სამაგიდო თამაშია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ადამიანები ჩარჩოებს მიღმა დაანახოს და, ამავდროულად, აღმოაჩინონ და გაანალიზონ, რა გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპები ჩვენს ყოველდღიურობაზე. ----- 👉 სამაგიდო თამაში "პერსონა" მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გამომცემლობა პალიტრა Lთან და „ბი ჯი ერა გეიმსთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ყველა უფლება დაცულია - 2021