ჩვენთან სწავლების მსურველთა მიღებახორციელდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი მობილობის წესით. I-IV კლასის მოსწავლეები სკოლასი მისაღებად გადიან გასაუბრებას, ხოლო V-XII კლ. მოსწავლეები ტესტირებას ძირითად საგნებში. მაისში ერთი–ერთი კვირა ღია კარის კვირეულად ცხადდება, რომლის დროსაც მოსწავლეები სკოლას სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენენ. ეწყობა ნახატების გამოფენა, პოეზიის საღამო, ღია გაკვეთილები, მეცნიერული ნაშრომების წარდგენა, სპორტული შეჯიბრებები და სხვა. ღონისძიებებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსრუველს. ამას გარდა, ყოველი თვის ბოლო პარასკევი ასევე ღია კარის დღეა: ჩვენთან მოსვლა და სასწავლო პროცესისა თუ სკოლის ინფრასტრუქტურის გაცნობა ყველას შეუძლია.
სკოლის მიერ დაწესებული ბარიერია 5,6 ქულა.
სკოლაში სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს დამატებითი მეცადინეობების წრეები, სადაც მათ საშვალება ეძლევათ აიმაღლონ საგანში ცოდნის დონე და გამოასწორონ არსებული ხარვეზები.
ჩვენ აქტრიურად ვზრუნავთ აბიტურიენტების მომზადებაზეც. მე–12 კლასელებს კვირაში ოთხჯერ უტარდებათ აბიტური, ისინი გადიან ზოგად უნარებსაც, რაც ხელს უწყობს მათი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას. გაზრდილია საათების რაოდენობა იმ საგნებში, რომელიც მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ საატესტატო გამოცდებზე და ეროვნულ გამოცდებზე. ყოველ ორთვეში ერთხელ სწავლა/სწავლების გაუმჯობესების მიზნით სკოლაში ტარდება მონიტორინგული წერები ყველა ძირითად საგანში, რის საფუძველზეც დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს ენიშნებათ დამატებითი მეცადინეობები. ნებისმიერ საგანში აუცილებელი დაძლევის მინიმალურ დონედ (ბარიერი) სკოლის მიერ განსაზღვრულია 5,6 ქულა.
სკოლაში ჩაირიცხებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც გასაუბრებასა და ტესტირებაში მისაღებ(5,6ქ.) შეფასებას დაიმსახურებენ.
ყველა უფლება დაცულია - 2021