
„ლომისი1“ 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში კერძო სკოლების განვითარება მხოლოდ იწყებოდა. მომავალი თაობების აღზრდაში აქტიური მონაწილეობის მიღებისა და ქართული საქმის კეთების სურვილმა „ლომისის“ დაარსება გადაგვაწყვეტინა. ჩვენი სკოლის სახელწოდება დაფუძნების ისტორიას უკავშირდება: ლიცენზია 7 ივნისს, ლომისის წმინდა გიორგის ხსენების დღეს მივიღეთ და ამ ფაქტმა ასახვა სწორედ სახელში ჰპოვა.
ჩვენი სკოლა მიზნად ისახავს მომავალი თაობებისთვის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ხარისხიანი განათლების მიცემას და საკუთარი ადგილისა და შესაძლებლობების პოვნაში დახმარებას. „ლომისის“ მისიაა გაზარდოს თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირებული ადამიანი, რომელიც აღჭურვილია სათანადო უნარ–ჩვევებით, ფლობს კარგად თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეუძლია, როგორც სხვისი, ისე საკუთარი კულტურის ნებისმიერ დონეზე წარმოჩენა და კულტივირება. ამ მიზნით ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ევროპულ პროექტებში, მათ შორის 2014 წელს ჩვენი ათი მოსწავლე მონაწილეობდა სემინარში ,, ევროპული მოწალაწეობა'', რომელიც ჩატარდა კუნძულ მალტაზე.
ჩვენი სკოლა ცდილობს მოსწავლეები ადრეულ ასაკშივე დემოკრატიულ პრინციპებზე აღზარდოს და მათ ამ პრინციპებით ცხოვრება თავიდანვე ასწავლოს. ამას გარდა, მცირეკონტიგენტიანი კლასები, სამი უცხო ენის სწავლება, ხელოვნების წრეების ფართო არჩევანი, მართვისა და ურთიერთობების გამჭვირვალე და დემოკრატიული პრინციპები, თბილი და უშუალო გარემო, პიროვნების და არა სტატუსის პატივისცემის ხელშწყობა და დანერგვა, სწავლების მაღალი, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ხარისხი, თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და აღზრდის მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა მიმართულებები და მეთოდები, რომლებიც, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მოსწავლეებისთვის უპირატესობას წარმოადგენს. „ზნეობრიობასთან შეწრყმული განათლება“,–ეს ჩვენი სკოლის სლოგანია.
„ლომისი1“ განთავსებულია ახალ შენობაში, რომელიც ყველა თნამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. შენობა აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა მექანიზმით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სასწავლო ინვენტარით.
„ლომისის“ მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება სასწავლო–შემეცნებითი და სპორტულ–გასართობი ღონისძიებების ეფექტურ ნაზავს წარმოადგენს. მრავალფეროვანი ღონისძიებები ბავშვებს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის საუკეთესო საშუალებას აძლევს.
„ლომისი 1“ კერძო სკოლების ასოციაციის წევრია.
