"სკოლა ლომისი 1" უდიდეს ყურადღებას აქცევს
მწავლეთა პიროვნულ აღზრდას.
27/01/2023
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. კაცობრიობა იხსენებს საკუთარ შეცდომებს და ყოველი თაობა უნდა ცდილობდეს იყოს უკეთესი, ემსახუროს ღირსეულ ფასეულობებს, არ გაიმეოროს ეს შეცდომები. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და დახატეს საოცნებო მსოფლიო.
20/01/2023
სკოლა "ლომისი 1"-ში დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2023-2024 სასწავლო წლისთვის. 🔶 დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 258 17 58; 593 58 58 10
საერო საშუალო სკოლა ,,ლომისი 1", როგორც ერთიანი სამყაროს ორგანული ნაწილი, ორიენტირებულია მომავლის მდგრადი განვითარების მიზნებზე და საკუთარ მისიად მიაჩნია მოსწავლე-ახალგაზრდები უზრუნველყოს ხარისხიანი განათლებით. ახალი ტექნოლოგიების ათვისება-გამოყენებით გაამრავალფეროვნოს მათი შესაძლებლობები და მიღწევები, ხელი შეუწყოს აზროვნების თეორიულ ევოლუციას, რაციონალურ ქმედებას, მოსწავლეებში საჭირო უნარების განვითარებას, შექმნას სამართლიანი, მშვიდობიანი, უსაფრთხო, ყველა მოსწავლისათვის თანაბარი შესაძლებლობების, განვითარებისა და გამოვლენის ხელშემწყობი სასკოლო გარემო. აღსაზრდელებში ჩამოაყალიბოს პატრიოტიზმის გრძნობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მოამზადოს ისინი სამოქალაქო-საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის.
დეტალურად ნახვაყველა უფლება დაცულია - 2021